მყინვარების ზოფხიტოს და ჭალაათის მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე

გრანტის ნომერი: GNSF/ST08/05-453

სათაური: მყინვარების ზოფხიტოს და ჭალაათის მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე

დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 01.03.2009-01.03.2012

პროექტის ხელმძღვანელი: რამინ გობეჯიშვილი

ძირითადი პერსონალი: რამინ გობეჯიშვილი, ნინო ლომიძე, ლევან ტიელიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი

ანოტაცია

კავკასიაში მცირე გამყინვარების მაქსიმუმი ფერნაუს სტადიის სახელითაა ცნობილი, რომელიც დაახლოებით ორი საუკუნის წინ დასრულდა. აღნიშნული პერიოდისთვის მყინვარებმა თავიანთი განვითარების მაქსიმალურ საზღვრებს მიაღწია. მას შემდეგ მყინვარები უკან იხევს, რასაც მათი ფართობის შემცირება სდევს თან. აღსანიშნავია, რომ მყინვართა უკან დახევა-დეგრადაცია არ იყო უწყვეტი პროცესი, არამედ ხშირად ადგილი ჰქონდა ხანმოკლე შეჩერებებს და წინსვლებს, რომელთა კვალი ზოგიერთ მყინვარზე სტადიალური მორენების სახითაა შემონახული. მყინვარი ჭალაათი სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენს.        ჩატარდა კომპლექსური დაკვირვებები მყინვარის მოძრაობაზე, აბლაციაზე, აკუმულაციაზე და მყინვარულ ჩამონადენზე. დაკვირვება ტარდებოდა მაის – სექტემბრის თვეებში. მოხდა სტაციონარულ პირობებში მოპოვებული მასალების დამუშავება, გამოიცა სამეცნიერო სტატიები.

  სტადიალური და მიკროსტადიალური მორენების საფუძველზე დადგენილია მყინვარების დინამიკა ბოლო 200 წლის განმავლობაში. მყინვარის ოსტალაცია შედარებულია მზის აქტივობის ციკლებთან. ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე დამუშავებულია სამგანზომილებიანი მოდელები, გამოკვლეულია მყინვარის სივრცე – დროითი ცვალებადობის პარამეტრები.   ჩატარდა კომპლექსური გლაციოლოგიური გამოკვლევა აღნიშნულ მყინვარებზე. მიღებული მასლების დამუშავებამ  და ანალიზმა აჩვენა მჭიდრო კავშირი მყინვარების დინამიკას შორის. ეს საშუალებას იძლევა შევაფასოთ საქართველოს ხეობის ტიპის მყინვარების დნობის ინტენსივობა და უკან დახევის სიჩქარეები. გამოიცა მონოგრაფია “მყინვარების მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე“.  გამოიცა მონოგრაფია „მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე“, უნივერსალი, 2012                                                                                                                                                                                                         

სათაური: კავკასიაში კლიმატის ცვლილების, მყინვარების დინამიკის და ჩამონადენის მოდელირება

დამფინანსებელი: INTAS

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები:2007-2008

პროექტის ხელმძღვანელი:რამინ გობეჯიშვილი

ძირითადი პერსონალი: რამინ გობეჯიშვილი, ნინო ლომიძე, დავით სვანაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი  

 

ანოტაცია

მსოფლიოში მყინვარების შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კვლევების სრულფასოვანი წარმოებისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ მასზე ხდებოდეს მრავალწლიანი კომპლექსური დაკვირვებები. 1989 წლიდან საქართველოში აღარ მიმდინარეობდა მყინვარების დეტალური გამოკვლევები.

კვლევის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში პირველად იქნება გამოყენებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, რომლიც მყინვარის ზედაპირიდან მოახდენს კლიმატის თერთმეტი სხვადასხვა პარამეტრის ჩანაწერებს ყოველ 15 წუთში ერთხელ, ასევე მოხდება თოვლის დეტალური აგეგმითი სამუშაოები უშუალოდ მყინვარის ზედაპირზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მყინვარის ენის წინ მოეწყობა ჰიდროლოგიური პოსტი მდინარის ჩამონადენზე დასაკვირვებლად. კვლევაში ასევე გამოყენებული იქნება გეოინფორმაციული სისტემები, აეროკოსმოსური და აეროფოტო მასალები.

კვლევის უმთავრესი მიზანია აღდგეს და გაგრძელდეს სტაციონარული დაკვირვებები საქართველოს მყინვარებზე, ასევე მოხდეს კავშირის აღდგენა მსოფლიო გლაციოლოგიური მონიტორინგის ცენტრთან და რეგულარულად გაიგზავნოს მათთან მოპოვებული ინფრომაციები. დამყარდეს კავშირები უცხოელ კოლეგებთან და ერთობლივად მოხდეს კავკასიის მყინვარების კვლევა. საერთაშორისო გრანტში მონაწილეობდნენ: დიდი ბრიტანეთიდან – რედინგის უნივერსიტეტი, საქართველოდან - ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტი, რუსეთიდან – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანიიდან – ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში  მიმდინარეობდა კომპლექსური გლაციოლოგიური გამოკვლევები  მდ.ზოფხიტურას აუზში მყინვარ ზოფხიტოზე.

 მოხდა მყინვარზე თოვლის აგეგმვა და აბლაციის ლარტყების დამონტაჟება თერმობურღის გამოყენებით, სულ გაიბურღა 4 წერტილი, თითოეული 8 მ. სიღრმის.

მყინვარზე მოსული თოვლის რაოდენობის შეფასებისათვის მოხდა თოვლის სიღრმეების გაზომვა 40 წერტილში,  რამდენიმე წერტილში, გაიზომა თოვლის სიმკვრივე.

მყინვარის შუა ნაწილში, ყინულჩანჩქერის ძირში ზ.დ. 2850 მეტრის სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა, რომლიც ყოველ საათში მყინვარის ზედაპირის    და ყოველ 15 წუთში ერთხელ ახდენდა კლიმატის სხვადასხვა ელემენტებზე დაკვირვებას (მზის რადიაცია, ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა, ქარის სიჩქარე და მიმართულება).

ზოფხიტურაზე დამონტაჟდა მდინარის დონეების თვითმწერი ხელსაწყო - ლიმნიგრაფი, იზომებოდა მდინარის ხარჯი დღეში - ორჯერ დილას და საღამოს.

მყინვარის ენამ დაკვირვებათა შორის პერიოდში უკან დაიხია 20-22 მ-ით.

ჩატარებული გამოკვლევების  ანალიზმა გვიჩვენა ძალზე კარგი კორელაციური კავშირი მყინვარის ენის დინამიკას, ჩამონადენსა და კლიმატის ელემენტების ცვლილებებს შორის.

შეიქმნა სამოდელოდ მდ. ზოფხიტოს აუზის მყინვარების და სხვა გეოგრაფიული კომპონენტების 1:200 000; 1:100 000; 1:50 000; 1:25 000 მასშტაბის გეოინფორმაციული სისტემა; ზემოთაღნიშნული მასშტაბების მიხედვით შეიქმნა მდ. ზოფხიტოს აუზის რელიეფის მოდელები, რომლის დახმარებითაც დაზუსტებული იქნა როგორც მყინვრის უკანდახევა ბოლო 180 წლის მანძილზე, ასევე მისი ფართობი და ენის მდებარეობა მეოთხეული გამყინვარებისათვის (გვიან პლეისტოცენი, ჰოლოცენი); აიგეგმა აუზის მყინვარის ენები, ეს ინფორმაცია დატანილი იქნა აუზის ციფრულ მოდელზე. აღნიშნული ინფორმაცია შემდგომში შესაძლებელია გამოვიყენეთ მყინვართა ენების უკანდახევის შედარებისათვის; შეიქმნა გეოგრაფიული მონაცემთა ბაზა, რომლიც სამოდელო გახდება შემდგომში  საქართველ¬ოს სხვადასხვა მდინარეთა აუზებისათვის გეოგრაფიული, გეომორფოლოგიური თუ გლაციოლოგიური მოდელების შესაქმნელად; მდ. ზოფხიტოს აუზის ციფრულ მოდელზე დატანილი იქნა ყველა მნიშვნელოვანი გეორგაფიული ობიექტი თუ მოვლენა, აღდგენილი იქნა პალეოგეოგრაფიული და პალეოგეომორფოლოგიური სიტუაცია და შეიქმნა შესაბამისი რუკები გეოინფორმაციულ სისტემებში; აბლაციის დაწყებისთანავე (თოვლის დნობა მყინვარის ზედაპირზე) მყინვარის ზედაპირზე ჩატარდა ზამთრის განმავლობაში მოსული  თოვლის აიგეგმა (ყოველ 50 მეტრში ზ.დ. სიმაღლეზე 2500-3350 მ), ენიდან ფირნის აუზის ჩათვლით; 2008 წლის ზაფხულის განმავლობაში მდინარე ზოფხიტოზე ჰიდროლოგიური პოსტის მოეწყო (ლიმნიგრაფის დამონტაჟება) და გამოთვალა მდინარის ხარჯები.